ოქროს ბურთი, რაფაელ ლეაუ, გალათასარაი
Aa
Aa

ლეაუ: იმედი მაქვს ოქროს ბურთს იამალი მოიგებს

„გალათასარაის“ გარემარბმა, რაფაელ ლეაუმ იმედი გამოთქვა, რომ ლამინ იამალი „ოქროს ბურთს“ მოიგებს.

„ბარსელონას“ ათიანმა თურქული კლუბის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში (4:1) ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, მოედანზე საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც გახდა.

„იმედი მაქვს, რომ ლამინ იამალი „ოქროს ბურთს“ და ასევე „ბარსასთან“ ერთად დიდ ტიტულებს მოიგებს. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა.

მას, როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს, ძალიან ვაფასებ. ის ძალიან თავმდაბალია.

მას გარს ძლიერი ფეხბურთელები აკვრია გამორჩეულ კლუბში, რომელსაც მეც დიდი პატივისცემით ვეპყრობი“,

- განაცხადა ლეაუმ TNT Sports Brasil-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ლამინ იამალი ჰარი კეინთან ერთად ბუკმეიკერების მთავარი ფავორიტია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები