კერიკი: “აშკარაა, რომ შედეგები ჩვენ სასარგებლოდ არ ვითარდება“
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-2 ტურში მადრიდის ატლეტიკომ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კერიკი:
„მატჩი ცუდად დავიწყეთ და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. გათანაბრების შანსები გვქონდა — მარკუს რაშფორდს, ბრუნო ფერნანდეშს, ბრაიან მბეუმოს და სხვებს მომენტები შეექმნათ. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. უბრალოდ, საგოლე მომენტებს ისე ვერ ვიყენებთ, როგორც ადრე. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ“.
„ვფიქრობ, გაშვებული გოლის შემდეგ საკმაოდ კარგად გამოვეხმაურეთ მეტოქის უპირატესობას. რამდენიმე მონაკვეთში თამაშის გაკონტროლება მოვახერხეთ და საგოლე მომენტებიც შევქმენით — უფრო მეტი, ვიდრე სხვა გუნდებს „ატლეტიკოსთან“ მატჩებში ჰქონიათ. ისინი ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით“.
„ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდურად კარგად ვმუშაობთ და ყველაფრის სწორად გაკეთების სურვილი გვაქვს. აშკარაა, რომ შედეგები ჩვენ სასარგებლოდ არ ვითარდება, თუმცა გუნდი კარგად მუშაობს. გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ და შედეგებიც მოვა“.
შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ლისანდრო მარტინესმა მანჩესტერ იუნაიტედის კლუბის ხელმძღვანელობა ღიად გააკრიტიკა. არგენტინელმა უკანახაზელმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა დაიწუნა. TalkSport-ის ინფორმაციით, ის ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს და შესაძლოა სულ მალე საჯაროდაც დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს