ლისანდრო მარტინესი ერთადერთი არაა | მანჩესტერელები ხელმძღვანელობით უკმაყოფილო არიან
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა, ლისანდრო მარტინესმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. არგენტინელმა უკანახაზელმა მათ სატრანსფერო პოლიტიკა დაუწუნა და ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდა.
Talksport-ის ინფორმაციით, მარტინესი ერთადერთი არაა, ვისაც ეს პოზიცია აქვს. ბრიტანული გამოცემა კლუბის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „წითელი ეშმაკების“ ლიდერები არგენტინელი ფეხბურთელის პოზიციას იზიარებენ.
Talksport-ის ცნობით, ლისანდროს გარდა, კლუბის ხელმძღვანელების მუშაობით კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია უკმაყოფილო. არაა გამორიცხული, „ლიჩას“ მსგავსად, უახლოეს მომავალში საკუთარი პოზიცია საჯაროდ მათაც დააფიქსირონ.
ცნობისთვის, ინგლისის პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-13 პოზიციას იკავებს. „წითელმა ეშმაკებმა“ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ფარგლებში, 9-დან მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგეს და ინგლისის ლიგის თასს უკვე გამოეთიშნენ.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქულა აქვს და პირველ ტურში „საბაჰი“ „ოლდ ტრაფორდზე“ დაამარცხა. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს, „ლიდსის“ წინააღმდეგ გამართავენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს