“სისულელე გააკეთა“ - კეინმა და კომპანიმ ოლისე გააკრიტიკეს
ვიკინგისა და ბაიერნის მატჩი სენსაციურად 3:3 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას, მაიკლ ოლისემ 1-წუთიან მონაკვეთში ორი სულელური ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
თამაშის შემდეგ, ვენსან კომპანიმ და ჰარი კეინმა ფრანგი სუპერვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკეს.
კომპანი:
„ეს წითელი ბარათი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად სულელური იყო. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ და ჩვენი პოზიცია მკაფიოა. მაიკლის თვალებში ჩანს, რომ მომხდარს ნანობს და სინანული აქვს იმის გამო, რომ გუნდს იმედი გაუცრუა. მაიკლს ვუთხარი: მეტოქის მეათე ნომერი შენზე ჭკვიანი აღმოჩნდა! ასეთი მომენტების გამო სეზონის განმავლობაში გუნდი ბევრს კარგავს და აღარ უნდა განმეორდეს.“
კეინი:
„ოლისეს გაძევებამ ყველაფერი შეცვალა და მატჩის შედეგზე იქონია გავლენა. ის განადგურებული იქნება და მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს შეცდომა იყო, შეცდომები კი ხდება. მან ამ შემთხვევიდან უნდა ისწავლოს. სამწუხაროა, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ ტურში ბაიერნი საკუთარ კედლებში არსენალს უმასპინძლებს და მეთოფეებს ოლისეს გარეშე დაუპირისპირდება.
აღნიშნული მატჩი 21 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს