გიორგი მიქაუტაძე, ინიგო პერესი
Aa
Aa

მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა | ვილიარეალმა თამაში შემოატრიალა

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში „ვილიარეალი'' „ლა სერამიკაზე'' მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილ „ნაპოლის'' მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ ესპანური კლუბი იგებს - 2:1.

ანგარიში მე-6 წუთზე „პარტენოპეიმ'' გახსნა, ამირ რაჰმანიმ გაიტანა. გიორგი მიქაუტაძეს წონასწორობის აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა, მისი დარტყმისას ბურთი ბადიაშილის მოხვდა და შემდეგ კარს მცირე მანძილით აცდა.

მიქაუტაძის საგოლე შანსი

23-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს ცუდი პასით ისარგებლა, პასი ჩაჭრა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მიქაუტაძის გოლი

26-ე წუთზე ხერარდ მორენოს პასით სანტიაგო მოურინიომ „ვილიარეალი'' დააწინაურა - 2:1.

33-ე წუთზე მიქაუტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, სტუმართა კონტრშეტევა ჩაშალა, კევინ დე ბრუინი მაისურით „დაიჭირა''.

„ყვითელი წყალქვეშა ნავის'' მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა სამმატჩიანი პაუზის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში დააბრუნა. ლა ლიგა 2-ის ბოლო სამ ტურში 25 წლის ფორვარდმა ცვლილებაზე ითამაშა, საერთო ჯამში 73 გაატარა მინდორზე, 1 გოლი „ლევანტეს'' შეუგდო. მიქაუტაძის კონკურენტი აიოზე პერესი, რომელიც ლა ლიგა 2-ის გასულ ტურებში სასტარტოში იყო, ამჯერად სათადარიგოთა სკამზეა.

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში „ვილიარეალი'' სტუმრად „დორტმუნდთან'' დამარცხდა (3:2). ამ მატჩში ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, მისი საგოლე პასით სანტიაგო მოურინიომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მიქაუტაძის კონკურენტმა აიოზე პერესმა აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

რაც შეეხება ლა ლიგას, მიქაუტაძემ რვავე ტურში ითამაშა, 8-დან 4 შეხვედრაში სასტარტოში იყო, 8-დან მხოლოდ ორ მატჩში - 90 წუთი. მის აქტივში (442 წუთში) 2 გოლი (მე-2 ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან'' და მე-7 ტურში „ლევანტესთან'') და 1 საგოლე პასია (პირველ ტურში „რასინგთან''). 

ლა ლიგაში 8 ტურის შემდეგ „ვილიარეალი'' 8 ქულით მე-11 ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 4 მარცხი).

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შესაძლოა, არჩევანი საფრანგეთზე გააკეთოს |17 წლის ქართველისთვის ტოპ კლუბები იბრძვიან
    შესაძლოა, არჩევანი საფრანგეთზე გააკეთოს |17 წლის ქართველისთვის ტოპ კლუბები იბრძვიან