“მათი დამარცხება შეგვიძლია“ - მარესკა პსჟ-სთან მატჩის წინ
მანჩესტერ სიტისა და პარი სენ ჟერმენის მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
პეპ გუარდიოლას გეგმებზე:
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ მას ვესაუბრე, ამიტომ არ ვიცი, რა გეგმები აქვს. არ ვიცი, პირდაპირ სტადიონზე მოვა თუ ჯერ საწვრთნელ ბაზაზე მივა — წარმოდგენა არ მაქვს. ეს ყველასთვის, განსაკუთრებით გულშემატკივრებისთვის, ამაღელვებელია, თუმცა ამ ეტაპზე პეპის გეგმების შესახებ არაფერი ვიცი“.
მომავალ მატჩზე:
„ეჭვგარეშეა, რომ კარგი გუნდი ვართ. ამჟამად „პარი სენ-ჟერმენთან“ შედარებით სად ვართ? არ ვიცი. კარგად ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ისინი — ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს, რაც მათ დონეზე მეტყველებს. თუმცა, ისევ ვიტყვი, არ ვიცი, მათთან ახლოს ვართ თუ შორს. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა — კარგი გუნდი ვართ“.
„ხვალინდელი შეხვედრისთვის ამოცანა მარტივია — იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ, რადგან ამჟამად პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდია. ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ეს მათ სიძლიერეზე მეტყველებს. იდეალური თამაში გვჭირდება, თუმცა, თუ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ვფიქრობ, მათი დამარცხება და მატჩის შემდეგ ბედნიერები ყოფნა შეგვიძლია“.
ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისა და პარი სენ ჟერმენის მომავალი დაპირისპირება 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს