ერედივიზიეს საუკეთესო სამეულშია - ეგოიანმა 100 კმ-ზე მეტი ირბინა
„ექსელსიორის“ ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების ჩემპიონატში მოედანზე დაფარული მანძილის მხრივ საუკეთესო სამეულში მოხვდა.
ერედივიზიეს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე 100 კილომეტრზე მეტი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაირბინა და მათ შორისაა ირაკლი ეგოიანიც.
„დენ ჰააგის“ ფინელმა ნახევარმცველმა, იუჰო კილომ 102.1 კმ გაირბინა, „ზვოლეს“ დანიელმა ნახევარმცველმა, ტობიას ზომერმა - 101.3 კმ, ხოლო ირაკლი ეგოიანმა - 100.1 კმ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერედივიზიეს 8 მატჩში ეგოიანს 3 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს და ის ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტია.
აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში სააგენტო Transfermarkt-მა ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაზარდა - ამ დროისთვის 22 წლის ნახევარმცველის ღირებულება 3.5 მილიონი ევროა. „ექსელსიორთან“ ეგოიანის კონტრაქტი 2028 წელს იწურება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს