ლიონელ მესი, ანტონიო კასანო, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

კასანო: მესის მსგავსი არავინ დაიბადება - ვინისიუსს როდრიგო მირჩევნია

„რომასა“ და „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანება გამოხატა.

– ამჟამად მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ვინ ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას?

„პირველ რიგში მესი. ის სრულიად სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთის ისტორიაში მისი მსგავსი არავინ ყოფილა. ის ცალკე დგას და 40 წელს მიახლოებულ ასაკშიც კი ისეთ ფენომენად რჩება, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. მას ბადალი არ ჰყავს. არიან სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც - მაგალითად, ლამინ იამალი, რაფინია ან როდრიგო „რეალიდან“, რომელიც ძალიან მომწონს. მაგრამ მესი - ეს სრულიად სხვა დონეა.

ის ბევრად უსწრებს ყველა მათგანს და იმათაც, ვინც შეიძლება მათ შესაცვლელად მოვიდეს. მისნაირი სხვა აღარასოდეს იქნება“.

- განაცხადა ანტონიო კასანომ.

იტალიელმა ვინისიუსის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის როდრიგო გოეში ბევრად მაღალი დონის მოთამაშეა.

„ვინისიუსი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, როდრიგო ბევრად უკეთესია. არ მესმის, რატომ საუბრობენ ვინისიუსზე გაცილებით მეტს, ვიდრე მის თანაგუნდელზე. თუ ვინისიუსი ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში არ არის, მას მოქმედების ალტერნატიული ვარიანტები არ ჰყოფნის. ამასთან, ის შეტევების დასრულებისას მაღალი ეფექტურობით არ გამოირჩევა. ის იტანს, მაგრამ სუპერვარსკვლავი არ არის.

ვფიქრობ, თუ როდრიგო ჯანმრთელადაა, სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ის უნდა გამოდიოდეს. ბევრად უფრო მომწონს. მოუთმენლად ველი მის დაბრუნებას“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები