დინამო თბილისი, სანდრო მიქაუტაძე, თორნიკე კვარაცხელია
Aa
Aa

უეფას ახალგაზრდული ლიგა | დინამო შემდეგ ეტაპზეა და კოპენჰაგენს შეხვდება

უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფის ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე გუნდი მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდა. პირველი მატჩი მინსკელებმა 4:3 მოიგეს, ამიტომ თბილისურ გუნდს საპასუხო შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

მე-12 წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ მოედნის ცენტრში ორთაბრძოლა მოიგო, ბურთით საჯარიმომდე იარა, შემდეგ კი ნიკოლოზ ადუაშვილს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. 33 წუთზე სანდრო მიქაუტაძის ჩაწოდებულ კუთხურზე მინსკელთა მცველებს „დინამოს“ კაპიტანმა, გიორგი ლომიძემ დაასწრო და თბილისელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის სტარტზე მიქაუტაძის პასით უკვე რატი ალექსიძემ გაიტანა - 3:0.

62-ე წუთზე ანდრეი ლუცკოვიჩმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ერთი ბურთი გაქვითა, 72-ეზე კი დუბლი გაიფორმა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 6:6 გახდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელიც უკეთ თბილისელებმა შეასრულეს - 3:1.

მატჩის გოლები

პენალტების სერია

 

შემადგენლობა: ჭელიძე, კობზონაძე, ნიჟარაძე, ლომიძე, შარიქაძე, ძნელაძე, მიქაუტაძე (მეტრეველი, 65), კაკაშვილი (ხოფერია, 74), ალექსიძე (ქურდოვანიძე, 80), ადუაშვილი (შარვაშიძე, 80), კვარაცხელია (ბენდელიანი, 65).

ამგვარად, თბილისელებმა ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგეს და მომდევნო ეტაპზე „კოპენჰაგენს“ შეხვდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „იბერია 1999 შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ“ | სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი
    „იბერია 1999 შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ“ | სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი