„იბერია 1999 შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ“ | სენტ-ტრუიდენის მწვრთნელი
„სენტ-ტრუიდენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ დე მეიერმა, კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე, „იბერია 1999“-თან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ბელგიელმა დამრიგებელმა ქართული კლუბი დაახასიათა და მის ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს ჩვენი კლუბისთვის, ჩვენი ქომაგებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული მომენტია. როგორც კლუბის პერსონალი, ისე ფეხბურთელები, ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ამ მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა გვეძლევა. შესაბამისად, გუნდში განწყობა და ენთუზიაზმი უმაღლეს დონეზეა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ და გულშემატკივრებს მშვენიერი საღამო ვაჩუქოთ.
Wyscout-ის საშუალებით „იბერია 1999“-ის ანალიზი გავაკეთეთ. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ ახლახან მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს, რაც მათ შეფასებას ოდნავ ართულებს. ეს არის გუნდი, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, დაცვის ხაზში შესაბამისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ჰყავს, ხოლო ნახევარდაცვასა და შეტევის ფლანგებზე — ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები.
ვართ თუ არა ფავორიტები? არ ვიცი. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ „იბერია 1999“-ს სათანადოდ დავაფასებთ. ერთადერთი უპირატესობა, რაც გვაქვს, საკუთარ კედლებში თამაშია“.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ტრუიდენმა“ ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო და ჟუპილერ პრო ლიგის მიმდინარე სეზონში, 8 მატჩში, 16 გოლი აქვს გაშვებული. „იბერია 1999“-ისა და „სენტ-ტრუიდენის“ შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს