კონფერენს ლიგა - იბერია 1999 ბელგიაში გაემგზავრა
კონფერენს ლიგაზე იბერია 1999 პირველ მატჩს გამართავს. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბელგიაში გაემგზავრა, სადაც „სენტ ტრუიდენს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი 22-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ევროტურნირის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ცნობისთვის, ბელგიური კლუბის გარდა, კონფერენ სლიგის ძირითად ეტაპზე თბილისელთა მეტოქეები სერბული „ცრვენა ზვეზდა“, დანიური „კოპენჰაგენი“, ესპანური „ხეტაფე“, შვედური „მიალბი“ და ჩეხური „იაბლონეცი“ იქნებიან.
იბერია 1999-ის განრიგი:
15 ოქტომბერი
23:00 | „სენტ ტრუიდენი“ – „იბერია 1999“
22 ოქტომბერი
20:45 | „იბერია 1999“ – „მიალბი“
5 ნოემბერი
23:59 | „კოპენჰაგენი“ – „იბერია 1999“
26 ნოემბერი
21:45 | „იბერია 1999“ – „ხეტაფე“
10 დეკემბერი
21:45 | „იბერია 1999“ – „ცრვენა ზვეზდა“
17 დეკემბერი
23:59 | „იაბლონეცი“ – „იბერია 1999“
კომენტარები 1
ამათ მგზავრობაზე ფულის ხარჯ ვა სრული უზრობაა.😅🤣😂