გიორგი არაბიძე
Aa
Aa

სპაერმა მე-100 წუთზე გაათანაბრა | 6-გოლიანი თრილერი ტორპედოსთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „სპაერისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მე-6 წუთზე ლაშა კოხრეიძემ „სპაერი“ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს კომნენ ანდრიჩმა დუბლი შეასრულა და „ტორპედომ“ თამაში შემოატრიალა (1:2). ანდრიჩის პირველი გოლისას საგოლე პასი ვირჟილ პინსონის ანგარიშზეა, მეორისას — გიორგი არაბიძის. 31 წლის სერბი ფორვარდი 13 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

81-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა შორიდან, მარცხენა ფეხით საოცარი გოლი გაიტანა — ოთო გოშაძე უშანსოდ იყო (2:2).

მსაჯის მიერ დამატებულ დროში გიორგი არაბიძის წინააღმდეგ „სპაერის“ საჯარიმოში თამაშის წესი დაირღვა. პენალტი თავად არაბიძემ გაიტანა (2:3). 28 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე საგოლე მოქმედება შეასრულა, 8 გოლი და 13 საგოლე პასი.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე გოჩა ცირდავამ „ტორპედოს“ საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი არავის შეხებია და კარის ბადეში აღმოჩნდა (3:3).

28 ტურის შემდეგ აზუკა კიღურაძის გაწვრთნილი „სპაერი'' 26 ქულით მეცხრე ადგილზეა, „ტორპედომაც'' ამდენივე მატჩი ჩაატარა, 37 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდული ლიგა | თბილისის დინამო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ახალგაზრდული ლიგა | თბილისის დინამო დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა