Crystalbet-ის გუნდი TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
Crystalbet-ის გუნდი TUI SOCCA-ს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ტურნირი 15-18 ოქტომბერს საბერძნეთში, კრეტას კუნძულზე გაიმართება და მასში 100-ზე მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
Crystalbet-ის გუნდი A გზის C ჯგუფში იასპარეზებს და 15 ოქტომბერს გერმანულ Tiki Tacker-ს და ესპანურ Euskadi-ს შეხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს პოლონურ CPN United-ს დაუპირისპირდება.
9 ჯგუფის გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები 1/16-ფინალში გააგრძელებენ ასპარეზობას, სადაც მათ 6 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება.
ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა International Spcca Federation-ის YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს