კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს ძველი ინტერვიუ დადეს და შემდეგ წაშალეს | სკანდალი პორტუგალიაში

კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე კვირაა სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია. ერთა ლიგის მატჩების მიმდინარეობისას 41 წლის სუპერვარსკვლავს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტი მოუვიდა და სანაკრებო შეკრება დატოვა.

ბოლო საათებში საფეხბურთო სამყარო კრიშტიანუზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, რაც ავტორიტეტული გამოცემის, CNN Portugal-ის გაურკვეველი ქმედებებითაა განპირობებული. CNN Portugal-მა რონალდუს ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და ხალხი მის დონეს არ აფასებს.

რონალდუს ინტერვიუმ სოციალური ქსელები მოიარა და ავტორიტეტული გამოცემების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, თუმცა CNN Portugal-მა ვიდეო რამდენიმე საათის შემდეგ წაშალა. იცით, რატომ? აღნიშნული ინტერვიუ 2025 წლის თებერვალშია ჩაწერილი და კრიშტიანუს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს.

CNN Portugal-ი უდიდესი კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. კომენტარი არც თავად პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს გაუკეთებია.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს რონალდუს „ალ ნასრიმ“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა და უზბეკური „ნეფთჩი“ 3:1 დაამარცხა. 42-ე წუთზე კრიშტიანუმ ანგარიში 2:0 გახადა და კარიერის 981-ე გოლი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქოჩორაშვილის სახლში დაბრუნება - ექვსგოლიანი თრილერი ვალენსიაში
    ქოჩორაშვილის სახლში დაბრუნება - ექვსგოლიანი თრილერი ვალენსიაში