ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია
Aa
Aa

რეიტინგის ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ - ჯაფარიძის სოლიდური განაცხადი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართული პარატაეკვონდოს გრან პრი საქართველოს წარმომადგენლებისთვის საოცრად წარმატებული გამოდგა. ანა ჯაფარიძემ კიდევ ერთი ტურნირი მოიგო, ხოლო ლიკა ჩაჩიბაია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებზე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ყოველთვის შეუძლიათ.

ჯაფარიძემ გრან პრიზე გამოსვლა რუსი მარია ფისენკოს დამარცხებით დაიწყო, რასაც სერბი მარია მიჩევის ძლევა მოჰყვა, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ მერიემ ჩავდარზე ძლიერი აღმოჩნდა. ამ გამარჯვებით ანამ 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონღოლ კონკურენტს სურენიავ ულამბაიარს გაუსწრო და რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც ნოემბერში სამხრეთ კორეაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სერიოზული განაცხადია. რაც შეეხება ჩაჩიბაიას, ლიკამ ბრაზილიელი კრისტიანა ნასიმენტოს მოუგო და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ცნობისათვის, ანა ჯაფარიძემ კარიერის მანძილზე ცამეტ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, ცამეტივე შემთხვევაში ფინალში გასვლა მოახერხა და საქართველოს საერთო ჯამში რვა ოქროს მედალი მოუტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე - ჯაფარიძე და ჩაჩიბაია ჩემპიონები არიან
    ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე - ჯაფარიძე და ჩაჩიბაია ჩემპიონები არიან