14 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 3 ოქრო და რეკორდი
Aa
Aa

14 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 3 ოქრო და რეკორდი

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული სთრონგმენთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგით დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 14 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 უმაღლესი სინჯის იყო, 10 ვერცხლის და 1 ბრინჯაოსი, რის შედეგადაც საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შოთა გოგობერიშვილი (120 კგ) და ავთანდილ ყარმაზანაშვილი (+120 კგ) ავიდნენ, გაგა ჭინჭარაული (105 კგ) და ვალიკო ფიფია (120 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ, ხოლო ზეინაბ ბოლბოლმა (82 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა 23-წლამდე პლანეტის პირველობაზე, სადაც წარმატებას საბა კულდანაშვილმა (90 კგ), სოსო ჩახვაძემ (105 კგ) და გიორგი ბეროშვილმა (+105 კგ) მიაღწიეს.

ცნობისათვის, 18-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამორჩეული შედეგი აჩვენა საბა სახვაძემ (+105 კგ), რომელმაც გარდა იმისა, რომ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ვეტერანებსა და ომის ვეტერანებს შორის შეჯიბრებაში ავთანდილ ახვლედიანი (90 კგ) ორ ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო პარასპორტსმენებში ვიცე-ჩემპიონის ტიტული დავით ქობალიამ, ვარლამ გურჩიანმა და ირაკლი მაისურაძემ მოიპოვეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თუშიშვილი, ახობაძე და სხვები - არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების დაჯილდოება
    თუშიშვილი, ახობაძე და სხვები - არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების დაჯილდოება