13 მედალი მსოფლიო თასზე - ტანმოვარჯიშეების წარმატება
Aa
Aa

13 მედალი მსოფლიო თასზე - ტანმოვარჯიშეების წარმატება

იტალიაში გამართული ბატუტზე ხტომის მსოფლიოს თასის გათამაშება საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დასრულდა. ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა ორ დისციპლინაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და ტურნირი საერთო ჯამში 13 მედლით დაასრულეს, საიდანაც 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოსი იყო.

სინქრონულ ხტომებში 11-12 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მარიამ ბერია და ანანო ქარსაულიძე ავიდნენ, ხოლო ნინი მარკოზაშვილი და ქრისტინე პლეხანოვი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ამავე ასაკის შერეულ წყვილებს შორის გიორგი დელიბაშვილისა და ნინი მარკოზაშვილის დუეტი ვიცე-ჩემპიონი გახდა. სინქრონულ ხტომაში კიდევ ოთხი უმაღლესი სინჯის მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას 13-14 წლამდე გოგონებში მარიამ გაბრიაძემ და ელენ კირთაძემ, ხოლო 17-21 წლამდე გოგონებში მარიამ რაგიმოვმა და მაკუნა ბოჭორიძემ მოუტანეს.

ცნობისათვის, ქართველი ბატუტზე მხტომელებისთვის ასევე წარმატებული იყო ინდივიდუალური ხტომებიც - 11-12 წლამდე ასაკში ჩემპიონი პლეხანოვი გახდა, ქარსაულიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მარკოზაშვილმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.  15-16 წლამდე და 17-21 წლამდე ასაკში ჩემპიონის ტიტული ნინო ქორიძემ და მაკუნა ბოჭორიძემ გაინაღდეს, 13-14 წლამდე გოგონებსა და 17-21 წლამდე ბიჭებს შორის ვიცე-ჩემპიონები შესაბამისად ელენე კირთაძე და ცოტნე ჩხაიძე გახდნენ, ხოლო 15-16 წლამდე ბიჭებში ბრინჯაოს მედალი ლუკა ლომთათიძემ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი წარმატება ტანვარჯიშში - ქართველი ევროპის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტია
დიდი წარმატება ტანვარჯიშში - ქართველი ევროპის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტია