ნიტა ჯამაგიძე
Aa
Aa

პირველად ქართული ტანვარჯიშის ისტორიაში - ევროპის ჩემპიონი იუნიორებში

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ქართული ტანვარჯიშის ისტორია დაიწერა - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ამის გაკეთება ნიტა ჯამაგიძემ მოახერხა, რომელიც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საერთაშორისო შეჯიბრებზე ხელშესახებ წარმატებას აღწევდა. 

კონტინენტის რიგით 42-ე პირველობაზე ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26.900 ქულა დაიმსახურა, რაც უმაღლესი შეფასება აღმოჩნდა და უშუალო კონკურენტებს, მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მასპინძელი ბულგარეთის წარმომადგენელ დეა ემილოვასა და ისრაელელ მარია მიაკინას სოლიდური სხვაობით აჯობა.

ცნობისათვის, ნიტა ჯამაგიძემ შუალედური შედეგებიც საკმაოდ კარგი აჩვენა და ფინალურ ეტაპზე გურზებით ვარჯიშში - პირველი, ხოლო ბურთით ვარჯიშში მესამე ადგილით გადავიდა. ჩვენი ქვეყნის იუნიორთა ნაკრებმა კი გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე, საქართველომ 6 მედალი მოიპოვა
ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე, საქართველომ 6 მედალი მოიპოვა