ბრინჯაო მარცხის მიუხედავად - იშვიათი შემთხვევა სასტენდო სროლაში
Aa
Aa

ბრინჯაო მარცხის მიუხედავად - იშვიათი შემთხვევა სასტენდო სროლაში

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე ევროპის სასტენდო სროლის ჩემპიონატზე იშვიათი შემთხვევა მოხდა, რითაც ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებმა ისარგებლა და ტურნირი საპრიზო ადგილზე დაასრულა. რა თქმა უნდა, მარცხის მიუხედავად, რომ ბრინჯაოს პრიზიორი ხდები, ისეთივე ამაყი არ ხარ, როგორც გამარჯვების დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში კვიპროსელთა დაუდევრობის გამო, მოგებულები ჩვენი ქვეყნის წევრები გახდნენ და გამარჯვებულებს როგორც წესი, არ ასამართლებენ.
მოვლენები ასე განვითარდა: საქართველოს მესტენდურთა ნაკრებმა ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა პოლონეთთან 1:7 წააგო, თუმცა ბრინჯაოს მედალი მაინც მოიპოვა. მთავარი და ჩვენთვის საინტერესო ამბავი არა ჩვენს უშუალო შეხვედრაში, არამედ ჩეხეთსა და კვიპროსს შორის საჩემპიონო პაექრობაში მოხდა. კვიპროსელებს ერთი ნასროლი არ ჩაუთვალეს, რის გამოც კუნძულელებმა პროტესტის ნიშნად ფინალი მიატოვეს. ამისთვის გუნდი ევროპის სროლის კონფედერაციამ დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, ჩემპიონად ჩეხეთი გამოცხადდა, პოლონეთი მეორეზე გადავიდა, მესამეზე კი - საქართველო.
ცნობისათვის, კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მესტენდურთა ნაკრების ღირსებას დავით ქვათაძე, იაროსლავ სტარცევი და რომან გოგოლაძე იცავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალუქვაძის დიდი დაფასება - ქართული სპორტის ლეგენდის ახალი თანამდებობა
სალუქვაძის დიდი დაფასება - ქართული სპორტის ლეგენდის ახალი თანამდებობა