საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში - გორს ვარსკვლავები ესტუმრებიან

ქართული ჭიდაობის ყოველი ტურნირი სპორტის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმია და ახლა, როდესაც მათ წინ მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდებათ, ადვილი წარმოსადგენია, ამ პრესტიჟულ შეჯიბრებას რამდენი მაყურებელი ეყოლება. უკვე გადაწყვეტილია, რომ 14-15 ნოემბერს გორი ქართულ ჭიდაობაში პლანეტის რიგით მეორე პირველობას უმასპინძლებს, რომელიც ორ, 80 და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართება.

ცნობილია საპრიზო ფონდი - 80 კილოგრამ წონითი კატეგორიის ჩემპიონი 7 ათას დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონისთვის 5 ათასია განკუთვნილი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორისთვის ჯილდოდ 3 ათასი განისაზღვრა. უფრო სოლიდური ბიუჯეტია აბსოლუტური წონითი კატეგორიის შეჯიბრებისთვის - აქ ჩემპიონი 13 ათასი დოლარით დასაჩუქრდება, ვიცე-ჩემპიონისთვის 7 ათასია განკუთვნილი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნისთის 5 ათასია გამოყოფილი.

ცნობისათვის, ტურნირს გორის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს და რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ნოემბერია. ამ ეტაპისთვის უკვე 24 ქვეყნის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებულნი, ქართველებიდან კი რეგისტრაცია ცნობილი სპორტსმენებიდან საბა ინანეიშვილმა და ირაკლი დემეტრაშვილმა გაიარეს. 14 ნოემბერს აწონვების ცერემონიაა დაგეგმილი, უშუალოდ ტურნირი კი 15 ნოემბერს, დილის 10 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საქართველოს ნაკრები ფინალშია - ტიტულის დაცვაში ხელს რუსეთი შეგვიშლის
    საქართველოს ნაკრები ფინალშია - ტიტულის დაცვაში ხელს რუსეთი შეგვიშლის