ჯაფარიძის მორიგი წარმატება - მედალი სამხრეთ კორეაში
21 წლის ანა ჯაფარიძისთვის თითოეული ტურნირი უდიდესი წარმატების მომტანია და მისი ასაკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაანებივრებს ტრიუმფალური შედეგებით. ყოველ შემთხვევაში ოსტატობასთან ერთად, მან ბოლო პერიოდში სტაბილურობაც შეიძინა, რაც ნებისმიერ სპორტში დიდი სარგებლობის მომტანია.
ახალგაზრდა ქართველმა პარტაეკვონდოისტმა ამჯერად წარმატებას სამხრეთ კორეაში ჩატარებულ პრესტიჟულ გრან პრის შეჯიბრებაზე მიაღწია, სადაც ტრადიციულად უმაღლეს დონეზე იასპარეზა. ანამ ფინალამდე ყველა მეტოქე მარტივად დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მონღოლ პარალიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ცნობისათვის, ქართველი პარაათლეტების ანგარიშზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2026 წელს უკვე 66 სხვადასხვა სინჯის მედალია, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან ქართველ პარასპორტსმენებს წინ პარაძიუდოში, პარატაეკვონდოსა და პარასროლაში - მსოფლიოს, ხოლო პარაფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი ელოდება.