72 მხედარს შორის საუკეთესო - გაჩეჩილაძის წარმატება
Aa
Aa

72 მხედარს შორის საუკეთესო - გაჩეჩილაძის წარმატება

ქართველმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ საერთაშორისო შეჯიბრებაში კიდევ ერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რითაც მსოფლიო არენაზე პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. ჩეხეთის ქალაქ ჰოროვიცეში გამართულ პრესტიჟულ ღონისძიბაზე შალვა ორი ცხენით, Modest Vd Vroente-თი და Lambada MNM -ით გამოვიდა და „ვერცხლის ტურის“ ფინალში ლამბადასთან ერთად საუკეთესო შედეგი 61,90 წამი დააფიქსირა და გამარჯვება მოიპოვა.

შეჯიბრება სისწრაფესა და მართვაში გაიმართა, რა დროსაც მხედრებს მარშრუტის რაც შეიძლება სწრაფად, საჯარიმო ქულების გარეშე გავლა ევალებოდათ. „ვერცხლის ტურის“ ფინალში ქართველმა მხედარმა და მისმა ცხენმა ლამბადამ 72 მხედრისა და ცხენის წყვილს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს, რაც მართლაც საოცარი მაჩვენებელია.

ცნობისათვის, შალვა გაჩეჩილაძემ მოდესტისთან ერთად ტურნირის მთავარ შეჯიბრებაშიც - „Grand Prix World Cup Qualifier“-ი იასპარეზა, რომელშიც მსოფლიო ფინალისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლო. აქვე გეტყვით, რომ ტურნირი „მსოფლიოს თასის“ ცენტრალური ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის იპოდრომმა ცხენოსნობის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლა!
თბილისის იპოდრომმა ცხენოსნობის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლა!