ზედიზედ მეორედ, ქართველი მხედარი მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ, ქართველი მხედარი მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს

ქართველმა მხედარმა, შალვა გაჩეჩილაძემ პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა.

მან 10 რჩეულ სპორტსმენს შორის მოხვედრა შეძლო. ამ შედეგით შალვა გაჩეჩილაძემ მსოფლიოს თასის ფინალის საგზური ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მსოფლიოს თასის ფინალი 2026 წლის აპრილში აშშ-ის ტეხასის შტატში გაიმართება. შალვა გაჩეჩილაძემ ცხენოსნობის ოლიმპიური სახეობის - კონკურის მსოფლიოს თასის ფინალში პირველად 2025 წელს იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის მძიმე მარცხი სიტისთან - მამარდამ ჰოლანდს პენალტი აუღო
ლივერპულის მძიმე მარცხი სიტისთან - მამარდამ ჰოლანდს პენალტი აუღო