პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე - მოსაშვილის ისტორიული მიღწევა
Aa
Aa

პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე - მოსაშვილის ისტორიული მიღწევა

პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა. ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის „შენი მწვერვალის“ ფარგლებში უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა.

მოსაშვილისთვის ეს არ ყოფილა უბრალოდ სპორტი - ეს იყო პირადი მისია, საკუთარი ძალების გამოცდა და უდიდესი მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომ ურყევი რწმენითა და შეუპოვრობით ნებისმიერი მწვერვალის დალაშქვრა შესაძლებელიარუსთაველ მთამსვლელს ანალოგიური მარშრუტი ადრე გავლილი სამკაციან ჯგუფთან ერთად ჰქონდა, ამჯერად კი ყველაფრის დამოუკიდებლად შესრულება გადაწყვიტა.

ცნობისათვის, ექსპედიცია ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებულად დასრულდა. მსგავსი პროექტების დაფინანსებას და უნიჭიერესი ქართველი ალპინისტის მხარდაჭერას ფონდი უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ზღვის ვარსკვლავები - საპლაჟო ფრენბურთის ტურნირი ბათუმში
შავი ზღვის ვარსკვლავები - საპლაჟო ფრენბურთის ტურნირი ბათუმში