გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

კარგი ამბავი - გოჩოლეიშვილი გამოჯანმრთელდა და განაცხადში იქნება

„კადისის“ ქართველმა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და სათამაშოდ მზად არის. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ბორხა ხიმენესმა განაცხადა.

„გოჩოლეიშვილი დაგვიბრუნდა, გუნდთან ერთად უკვე ორი კვირაა ვარჯიშობს და მატჩის განაცხადშიც მოხვდება“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბორხა ხიმენესის განკარგულებაში კვლავ არაა „კადისის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი - იური ტაბატაძე. 26 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

აქვე შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილმა 6 სექტემბერს „ალმერიასთან“ მატჩში მიიღო დაზიანება და მას შემდეგ ლა ლიგა 2-ის 8 მატჩი და ერთი სათასო შეხვედრა გამოტოვა.

ცნობისთვის, კადისი-ოვიედოს მატჩი 7 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე
    ახალი მეკარე ლივერპულის რადარზე | რას წერს გრემ ბეილი მამარდაზე