გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

სანაკრებო სიაში ტრავმის გამო არაა | აბუაშვილი მეცს ვერ დაეხმარება

ფრანგული მეცის ქართველი გარემარბი გიორგი აბუაშვილი ტრავმირებულია, 23 წლის ფეხბურთელს წვივის უკანა კუნთის ტრავმა აქვს. ამ მიზეზით, ლიგა 2-ის გასულ ტურში პაუსთან გუნდს ვერ დაეხმარა და მონპელიესთან დღევანდელ მატჩშიც არ იქნება მოედანზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს დაახლოებით ორი კვირაა ტრავმა აწუხებს. კრისტალსპორტის ინფორმაციით, რამაზ სვანაძე ეროვნული ნაკრების სიაში მოიაზრებდა, თუმცა ტრავმის გამო სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

23 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში მეცი ლიგა 1-დან გავარდა, მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში აბუაშვილმა 10 მატჩი  ჩაატარა, ყველა სასტარტოდან დაიწყო, მოედანზე ჯამში 785 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

ლიგა 2-ში 11 ტურის შემდეგ აბუაშვილის გუნდი 14 ქულით მე-10 ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა