კარგი ამბავი: ხარატიშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ხვალ ითამაშებს
ჩეხური პარდუბიცეს ქართველმა მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა ტრავმის გამო ხანგრძლივი რეაბილიტაცია გაიარა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ტრავმის შემდეგ ხვალ პირველად, სარეზერვო გუნდში ითამაშებს.
23 წლის მეკარემ ზაფხულში მოსამზადებელ ეტაპზე მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო, იდაყვი დაუზიანდა. ოპერაცია ჩაუტარდა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია ახლახან დაასრულა.
2025-26 წლების სეზონში ხარატიშვილს პარდუბიცეში საკმაოდ პროგრესირებადი სეზონი ჰქონდა, პირველ ნახევარში სასტარტოდან იაჰიმ სერაკი ამოაგდო. ზამთარში კონკურენტად ალეშ მანდოუსი მოუყვანეს, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ლუკამ კონკურენცია მასაც მოუგო და გუნდის პირველი მეკარე გახდა. საბოლოოდ, „პარდუბიცემ'' საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი აამოქმედა, ლუკა 350 000 ევროდ „დინამო ბათუმიდან'' გამოისყიდა და 1,90 მ. სიმაღლის მეკარე „პარდუბიცეს'' საკუთრება გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს