ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია
Aa
Aa

ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე - ჯაფარიძე და ჩაჩიბაია ჩემპიონები არიან

ქართველი პარატაეკვონდოისტების ბოლოდროინდელი საოცარი ასპარეზობით გულგრილი ვერავინ დარჩება - რომის გრან პრიზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გამართულ პრეზიდენტის თასის სახელწოდების მქონე პრესტიჟულ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ხუთი მედლის მფლობელები გახდნენ.

საუკეთესო შედეგი ანა ჯაფარიძემ (-52 კგ) და ლიკა ჩაჩიბაიამ (-47 კგ) აჩვენეს, რომლებიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ისევე როგორც რომის გრან პრიზე, ანამ ფინალში ამჯერადაც ევროპის თურქ ოთხგზის ჩემპიონს მერიემ ჩავდარს მოუგო, ხოლო ჩაჩიბაიამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კარა შობანას აჯობა. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ნატა ოჩიგავას (-57 კგ) და გიორგი ნიკოლაძეს (-70 კგ) - ორივე მათგანმა ფინალი თურქ მეტოქესთან დათმო და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ცნობისათვის, ფინალში ვერ გავიდა, თუმცა საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი სანდრო მეგრელიშვილმა (-63 კგ) მოუტანა, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე ისრაელელ პარატაეკვონდოისტთან წააგო და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარატაეკვანდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
პარატაეკვანდო - ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია