ანა ჯაფარიძე
Aa
Aa

ჯაფარიძის მორიგი ტრიუმფი - პარატაეკვონდოისტების ორი მედალი

იტალიის დედაქალაქ რომში გამართული გრან პრის პრესტიჟული გათამაშება ქართველი პარატაეკვონდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ანა ჯაფარიძემ ამჯერადაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო კიდევ ერთი მედალი საქართველოს ნაკრებს გიორგი ნიკოლაძემ მოუტანა.

ჯაფარიძემ, რომელიც ტრადიციულად 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირი იტალიელი მეტოქის ძლევით დაიწყო, რასაც მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონის დამარცხება მოჰყვა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ანამ ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულსა და პარალიმპიადის ორგზის მედალოსანს, თურქ მერიემ ჩავდარს აჯობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯაფარიძემ მთელი ტურნირის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იჩხუბა და საკუთარი კლასი ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა.

რაც შეეხება გიორგი ნიკოლაძეს, 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მერვედფინალში მონღოლ მეტოქეს აჯობა, რასაც თურქი პარატაეკვონდოისტის დამარცხება მოჰყვა, ნახევარფინალში ჩხუბი კი იაპონელთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამარცხებული პარალიმპიური ჩემპიონები - ჯაფარიძის და ნიკოლაძის მშვენიერი გამოსვლა
დამარცხებული პარალიმპიური ჩემპიონები - ჯაფარიძის და ნიკოლაძის მშვენიერი გამოსვლა