ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო - პარატაეკვონდოისტების კორეული წარმატება
სამხრეთ კორეამ არაპარალიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა მართალია უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა მაინც წარმატებულად იასპარეზეს და საპრიზო ადგილის დაკავება ხუთმა მათგანმა მოახერხა, რითაც ქართველმა პარასპორტსმენებმა საკუთარი წონითი კატეგორიის რეიტინგში პოზიციები გაიმყარეს.
საუკეთესო შედეგი გოგა ხახალაშვილმა აჩვენა, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მესამე საპრიზო ადგილზე კი, ჩვენი ქვეყნის ერთბაშად ოთხი წარმომადგენელი, გიორგი ხიზანიშვილი (58 კგ), ანდრეი სლეპცოვი (70 კგ), გელა ზარქუა (80 კგ) და ანა ჯაფარიძე (52 კგ) გავიდნენ. თუ პირველი სამი მათგანისთვის ბრინჯაოს პრიზიორობა წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, ჯაფარიძემ ბოლო პერიოდში თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ მისთვის ჩემპიონობაზე ნაკლები შედეგი უკვე წარუმატებლობაა.
ცნობისათვის, ტაეკვონდოში განსაკუთრებული შედეგებით აზიის კონტინენტი ყოველთვის გამოირჩეოდა და შესაბამისად, სამხრეთ კორეაში ხუთი მედლის მოპოვება ქართველი პარასპორტსმენების კარგ მომზადებასა და საქმისადმი სწორ მიდგომაზე მეტყველებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს