ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პირველივე ვარჯიშზე სამი ფეხბურთელი მოატყუა“ | დიეგო დემემ კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო დემემ, Calcioefinanza-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ილაპარაკა. დემემ „პარტენოპეიში“ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ვარჯიში გაიხსენა და აღნიშნა, რომ მალე, შესაძლოა, „კვარასთან“ ერთად თბილისში პიცერია გახსნას.

„პირველივე ვარჯიშზე კვარაცხელიამ დრიბლინგი დაიწყო, სამი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი კარის კუთხეში მოათავსა. ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ის მეტოქე გუნდების დაცვის ხაზებს ანადგურებდა. შესაძლოა, წელს მასთან და იტალიელ შეფ-მზარეულებთან ერთად, თბილისში პიცერია გავხსნათ“.

ცნობისთვის, დემე „ნაპოლის“ ღირსებას 2020-2024 წლებში იცავდა, მანამდე კი „ლაიფციგში“ ასპარეზობდა. 34 წლის ფეხბურთელს გერმანულ და იტალიურ კლუბებზეც ჰკითხეს და დემემ განაცხადა, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გერმანიაში ბევრად მაღალ დონეზეა. უფრო მეტიც, მისი აზრით, „ნაპოლის“ მსგავსი საწვრთნელი ბაზა გერმანიის მესამე დივიზიონში მოთამაშე კლუბებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ღირსებას 2022-დან 2025 წლამდე იცავდა. „პარტენოპეის“ დატოვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    IShowSpeed-ი საქართველოში ჩამოვა | კვარას EA Sports FC ეთამაშა და წააგო
    IShowSpeed-ი საქართველოში ჩამოვა | კვარას EA Sports FC ეთამაშა და წააგო