ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილის 79 წუთი - კიოლნმა რაინის დერბი მოიგო

სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი განახლდა და გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრის მონაწილე ლუკა ლოჩოშვილი იყო. რაინის დერბით ცნობილ „კიოლნისა“ და „გლადბახის“ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ტრადიციულად „თხების“ ძირითადში იყო და თავის გუნდს 2:1 გამარჯვებაში დაცვაში კარგი თამაშით დაეხმარა.

ლოჩოშვილმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა. ამ პერიოდის მანძილზე ლუკა ბურთს 85-ჯერ შეეხო, 8-ჯერ დაკარგა და პასები 89-პროცენტიანი (74-დან 66) სიზუსტით გაანაწილა, „კიოლნის“ ქართველმა მცველმა ცხრიდან ხუთი ორთაბრძოლა და სამიდან ერთი საჰაერო დუელი მოიგო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ერთი დარტყმა დაუბლოკა და ორჯერ დაჯარიმდა.

ცნობისათვის, ამ გამარჯვების შემდეგ „კიოლნმა“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ლუკა ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდებიან და მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშუალო კონკურენტთან მატჩში დაბრუნდება | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
უშუალო კონკურენტთან მატჩში დაბრუნდება | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა