ზურაბ თევზაძე
Aa
Aa

თევზაძის შედეგიანი დასასრული - ქართველი მცველის მეორე გოლი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურს „ჟენისი“ უმოტივაციოდ შეხვდა, რადგან კლუბს არც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მოხვედრის შანსი ჰქონდა დარჩენილი და არც დაქვეითების საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ ამიტომ ამ კლუბის ფეხბურთელებმა „კაისართან“ ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშეს და 2:1 გაიმარჯვეს.

მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი, ლუკა იმნაძე და ზურაბ თევზაძე მოხვდა და თუ პირველი მათგანი 83-ე წუთზე შეცვალეს, თევზაძემ სრულად ითამაშა და გარდა იმისა, რომ ცენტრალური დაცვის ხაზში საკუთარ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა, მატჩის დებიუტში შეტევაში ჩართული ბრწყინვალედ გაისარჯა, სტუმართა საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ბრწყინვალედ გაერკვა და გოლი გაიტანა.

ცნობისათვის, 30 ტურში დაგროვებული 36 ქულით „ჟენისმა“ ყაზახეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ამ გუნდის ქართველ ლეგიონერებს, ზურაბ თევზაძემ 30 შეხვედრაში ითამაშა, საიდანაც 28 ძირითადში დაიწყო, 2 გოლი გაიტანა და 2 წითელი ბარათი მიიღო. ამპლუით მარცხენა გარემარბის ლუკა იმნაძის ანგარიშზე კი, 28 მატჩში (25 ძირითადში) 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ლორთქიფანიძემ გუნდს ენერგია და სიმტკიცე შესძინა | კრემონეზეს მწვრთნელის კომენტარი
    ლორთქიფანიძემ გუნდს ენერგია და სიმტკიცე შესძინა | კრემონეზეს მწვრთნელის კომენტარი