საკუთარი თავი შეიყვანა და პენალტი გაიტანა | 65 წლის „ფეხბურთელის“ ამბავი
Aa
Aa

საკუთარი თავი შეიყვანა და პენალტი გაიტანა | 65 წლის „ფეხბურთელის“ ამბავი

რონი ბრუნსვაიკი საინტერესო პიროვნებაა. სურინამის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 65 წლისაა და ადგილობრივი კლუბის, ქვეყნის 11-გზის ჩემპიონის, „ინტერ მოენგოტაპუეს“ მფლობელია. მატჩებისას ბრუნსვაიკს საკუთარი თავი მოედანზე ხშირად შეჰყავს ხოლმე და ახლახან კარიერული მიღწევაც გაიფორმა.

სურინამის უმაღლესი ჩემპიონატის გასულ ტურში მისი გუნდი 4:0-ს იგებდა, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბრუნსვაიკი ეგრევე მოედანზე შევიდა, თერთმეტმეტრიანი დაარტყა და გაიტანა. ეს 65 წლის პოლიტიკოს-ფეხბურთელისთვის სურინამის უმაღლეს დივიზიონში გატანილი პირველი გოლია.

ბრუნსვაიკი ვიცე-პრეზიდენტი 2020-დან 2025 წლამდე იყო. თანამდებობის მიუხედავად, იგი ფეხბურთის თამაშს აგრძელებდა და 60 წლის ასაკში, კონკაკაფის ლიგის მატჩში, ჰონდურასის წარმომადგენელ „ოლიმპიას“ წინააღმდეგაც ითამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, შესვენების დროს მან მეტოქის გასახდელში ფული დაარიგა.

ბრუნსვაიკს ინტერპოლი ეძებს. მას ნიდერლანდებში კოკაინის ტრეფიკინგის ბრალდება წარუდგინეს და ინტერპოლის სიაში 2020 წლის შემდეგ იმყოფება, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გოლების გატანაში ხელს არ უშლის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დონჩიჩის ისტორიული მატჩი და გამარჯვება | მამუმ ყოფილ გუნდს 11 ქულა ჩაუგდო
    დონჩიჩის ისტორიული მატჩი და გამარჯვება | მამუმ ყოფილ გუნდს 11 ქულა ჩაუგდო