მამარდა ისევ არ ათამაშეს | ლივერპული არსენალთან დამარცხდა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილს პრემიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევა და დღევანდელ მატჩშიც მერსისაიდელთა კარს ალისონ ბეკერი იცავდა. ბრაზილიელ მეკარეს ლონდონელებმა ზუსტად 3-ჯერ დაურტყეს და ერთი გოლი გაუტანეს, ორ შემთხვევაში კი ალისონმა ბურთის მოგერიება შეძლო.
მიკელ არტეტას გუნდმა ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გაიტანა. თავი კაი ჰავერცმა გამოიჩინა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. საგულისხმოა, რომ გოლის ეპიზოდში ალისონმა პასის გაკეთების დროს შეცდომა დაუშვა, რასაც საბოლოოდ, „ლივერპულის“ კარში გოლი მოჰყვა.
ამ გამარჯვებით, „არსენალმა“ 21 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. „ლივერპული“ კი 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
რაც შეეხება მამარდაშვილს, ქართველი მეკარე მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ორჯერ მოგვევლინა, ორივეჯერ ინგლისის ლიგის თასზე და ორივე შემთხვევაში „ლივერპულმა“ მატჩი გამარჯვებით დაასრულა - ჯერ „ტოტენჰემთან“ და რამდენიმე დღის წინ „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში, სადაც გიორგი მამარდაშვილი მატჩის გმირი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს