ხარებაშვილის ასისტების დუბლი - ბაშაქშეჰირმა მარტივად მოიგო
თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში, საბა ხარებაშვილის „ბაშაქშეჰირი“ საკუთარ მოედანზე „სამსუნსპორს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. საბა ხარებაშვილმა ორი გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშნელოვანი როლი ჰქონდა.
ხარებაშვილის გადაცემით 25-ე წუთზე ჯერ სკოვ ოლსენმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 გახადა, შეხვედრის მიწურულს კი ქართველის გადაცემა ზუსტად ფაიზულაიევმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 5:2 დააფიქსირა.
ცნობისთვის, საბა ხარებაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველად შეძლო საგოლე მოქმედებების შესრულება. სუპერლიგაში 18 წლის მცველმა მე-6 მატჩი ჩაატარა და 2 ასისტი შეასრულა.
10 ტურის შემდეგ „ბაშაქშეჰირს“ სატურნირო ცხრილში 14 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. ხარებაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 ნოემბერს, სტუმრად „გიოზტეპესთან“ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს