მხოლოდ ერთი კანდიდატი - ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
Aa
Aa

მხოლოდ ერთი კანდიდატი - ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ საბოლოოდ დღეს გაირკვა, როდესაც განაცხადების მიღება ამოიწურა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა ალექსი ღვინაშვილმა გამოთქვა. უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 1 დეკემბერს, ძიუდოს აკადემიაში გაიმართება.

იმის თაობაზე, რომ ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, 28 ოქტომბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ აღმასკომის სხდომაზე დადგინდა, სადაც ასევე განხილულ იქნა ქართული ძიუდოს განვითარების სამომავლო გეგმები, სტრატეგიული მიმართულებები და მნიშვნელოვანი ორგანიზაციული სიახლეები. შეხვედრაზე წარადგინეს ორი ახალი პროექტი - „გამოწვევა 2029“ და „გამოწვევა 2032“, რომლებიც სპორტსმენების მომზადებასა და ახალი თაობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ცნობისათვის, ამავე აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა სანაკრებო ხელმძღვანელად გურამ მოდებაძის დანიშვნისა და მწვრთნელთა კონტრაქტების ახალი სისტემის დანერგვის შესახებ. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ქართული ძიუდოს გრძელვადიან განვითარებაზე, ახალი თაობის მხარდაჭერასა და სამომავლო საერთაშორისო გამოწვევებისთვის სისტემურ მზადებაზე გაკეთდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ოპერაციას გადავრჩით!“ - ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
    „ოპერაციას გადავრჩით!“ - ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური