ბათუმი ჩემპიონობასთან ახლოსაა - აჭარლები ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
Aa
Aa

ბათუმი ჩემპიონობასთან ახლოსაა - აჭარლები ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში ბათუმი დაწინაურდა. სერიის მესამე შეხვედრაში აჭარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე თსუ 81:76 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა — ანგარიშით 2:1 ლიდერობს.

შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მასპინძლებმა მეტი სიზუსტე და სიმტკიცე გამოავლინეს, რამაც საბოლოოდ გამარჯვება მოუტანა.

„ბათუმის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მირინ ტომასი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე დავით ლომიძემ — 19 ქულით და აკაკი დვალიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა იყო.

თსუ-ს რიგებში საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე აღმოჩნდა 20 ქულით, ხოლო ამერიკელმა ლეგიონერმა მაკალეიმ მატჩი 16 ქულით დაასრულა.

ფინალური სერიის მეოთხე მატჩი 28 მაისს კვლავ ბათუმში გაიმართება და შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. თუ მასპინძლები კიდევ ერთხელ გაიმარჯვებენ, კლუბის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონები გახდებიან.

„ბათუმისთვის“ ეს ისტორიული შესაძლებლობაა — გუნდი პირველ ეროვნულ ტიტულთან ძალიან ახლოსაა, ხოლო თსუ-ს ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები