ტიბო კურტუა
Aa
Aa

მიზეზი ცნობილია | ტიბო კურტუა ელ კლასიკოს გამოტოვებს

ლა ლიგის მე-10 ტურში „ელ კლასიკო’’ გაიმართება. მადრიდის „რეალის’’ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატჩს ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა გრიპის გამო გამოტოვებს.

სამატჩო განაცხადში კურტუას უკრაინელი მეკარე ილია ვოლოშინი შეცვლის.

ლა ლიგაში „ბარსა'' 27 ქულით პირველზეა, მადრიდის „რეალი'' 21 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ორივე გუნდმა აღნიშნული ქულები 9-9 მატჩში დააგროვა. მეორე ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა'' 25 ქულით, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდმა ათი მატჩი უკვე ჩაატარა.

„რეალი'' - „ბარსას'' მატჩი დღეს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები