ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

ორი ოპერაცია და რეაბილიტაცია | კაპანაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს

კრისტალსპორტის ინფორმაციით, სლოვაკური „დუნაისკა სტრედას’’ 25 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

16 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია, სეზონის დასაწყისში ათდღიან ინტერვალში ორი ოპერაცია გაიკეთა, მენისკის ოპერაციის შემდეგ ხელი მოიტეხა. რეაბილიტაციის შემდეგ მწყობრშია და დიდი ალბათობით უახლოეს მატჩებში ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ცოტნე კაპანაძემ კონეფერენს ლიგის სამ და სლოვაკეთის ჩემპიონატის ორ მატჩში ითამაშა, ჯამში 383 წუთი.

2025 წლის დასაწყისიდან კაპანაძე სლოვაკურ კლუბში ირიცხება, ყველა ტურნირის ჩათვლით 54 მატჩში (4 207 წუთი) 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო. კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები