მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„დვალიშვილთან არასოდეს ვიმეგობრებ“ - იანმა კორმიესთან ისაუბრა

UFC-ის თითქმის ყველა ნომრიანი ღონისძიების წინ, MMA-ს ლეგენდარული მებრძოლი დენიელ კორმიე, რომელიც ახლა ექსპერტად და კომენტატორად მუშაობს, საჩემპიონო ჩხუბების მონაწილე სპორტსმენებისგან ინტერვიუს იღებს და ტრადიცია ამჯერადაც არ დაირღვა. კორმიემ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს პიოტრ იანს რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დაუსვა, რომელთაგანაც ყველაზე დამაინტრიგებელი იყო, იმეგობრებს თუ არა იანი ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბ დვალიშვილთან, რაზეც მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

პიოტრ იანი

არა, მერაბთან არასოდეს ვიმეგობრებ. კითხვას ასე შემოგიბრუნებ, შენ მეგობრობ ჯონ ჯონსთან? მახსოვს ადრე ეს შეკითხვა რომ დაგისვეს, შენი პასუხი იყო, რომ არა, რადგან „ბოუნსი“ დოპინგის მიღებაში ამხილეს, თუმცა პოლიციელივით საუბარი გამოგდის. ჯონსს ხომ ბრძოლის წინ დოპინგ-ტესტი ჩაუტარდა და სუფთა იყო თუ არა? მერაბთანაც ასეთივე სიტუაცია მაქვს. ალბათ გსმენია დვალიშვილის განცხადებების შესახებ, ის ამ ჩხუბს ჩვენ ქვეყნებს შორის ომთან აკავშირებს. ამ გზით ხალხის აყოლიებას ცდილობს... ნაკლებად სპორტული ისტორიაა, არ გეცოდინება. ჩვენ პატარა ადამიანები ვართ, ჩუმად და შეუმჩნევლად ვცხოვრობთ.

ცნობისათვის, „ჩუმად და შეუმჩნევლად“ ცხოვრებას უწოდებს საქციელს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ იანი-დვალიშვილის ტრილოგია UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დილაშოუ: მერაბის ყოველ ჯერზე შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მაინც იანისკენ ვიხრები
    დილაშოუ: მერაბის ყოველ ჯერზე შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მაინც იანისკენ ვიხრები