ვოლკანოვსკი: მერაბი ძალიან მიყვარს და ასეთი პროგნოზის გაკეთება არ მინდა, მაგრამ...
ალექსანდრ ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ ღონისძიების მეორე მთავარ მოვლენაში მისი სპარინგ-პარტნიორი პიოტრ იანი ტრილოგიის დასკვნით დაპირისპირებაში მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს და სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს შეინარჩუნებს.
„ეს საოცარი ბრძოლაა. ორივე მებრძოლი მომწონს, თითოეული მათგანის დიდი გულშემატკივარი ვარ. პროგნოზის გაკეთება მიჭირს, მაგრამ როცა იხსენებ, რა კარგი იყო პიოტრ იანი მათ ბოლო ბრძოლაში, სხვა შედეგის წარმოდგენა რთულია. თუმცა პირველ ბრძოლაში მერაბი უბრალოდ დაუჯერებლად გამოიყურებოდა.
მერაბი ძალიან აქტიური იყო, შესაძლოა, ზედმეტადაც კი, და სავარაუდოდ, ამან თავისი როლი ითამაშა. მაგრამ თუ მათი ბოლო ბრძოლიდან ვიმსჯელებთ, უპირატესობა პიოტრ იანს უნდა მივანიჭო. ამის თქმა მიჭირს, რადგან მერაბი ძალიან მიყვარს და ასეთი პროგნოზის გაკეთება არ მინდა.
სინამდვილეში ორივეს მიმართ კარგად ვარ განწყობილი, პიოტრ იანთან კი საერთოდ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ამიტომ ჩემი არჩევანია - პიოტრ იანი. და ძალიან მიხარია, რომ ეს ბრძოლა იმავე ტურნირზე გაიმართება, რომელზეც მე ვჩხუბობ, რადგან ოქტაგონზე ჩემს გასვლამდე მის ყურებას შევძლებ“,
- განაცხადა ავსტრალიელმა.
მას შემდეგ, რაც იანი და დვალიშვილი ოქტაგონს დატოვებენ, ალექს ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის დასაცავად დაუმარცხებელი ინგუში პრეტენდენტის, მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ გამოვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს