მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ირჟი პროხაზკა
Aa
Aa

„მერაბი უზომოდ შრომისმოყვარეა“ - პროხაზკას პროგნოზი

პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ტრილოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - გარდა იმისა, რომ სასწორზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტულია, MMA-ს ძალიან ბევრი მოყვარული მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წოდებას მიიღებს. შესაბამისად, აჟიოტაჟი ძალიან დიდია და ჟურნალისტებიც UFC-ის ცნობილ მებრძოლებს პროგნოზების გაკეთებას სთხოვენ. ამჯერად ყურადღების ცენტრში ირჟი პროხაზკა აღმოჩნდა, რომელმაც ასეთი მოსაზრება გამოთქვა:

„ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი ბრძოლა იქნება და მებრძოლები დისტანციის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდებიან. რაღა დაგიმალოთ და მე პიოტრ იანის სტილის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მერაბ დვალიშვილი ძალიან შრომისმოყვარე სპორტსმენია, რის გამოც განსაკუთრებით არც ერთის მხარეს არ დავიჭერ - დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. როგორია ჩემი პროგნოზი? საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა“.

შეგახსენებთ, რომ ირჟი პროხაზკა ბოლოს ოქტაგონში ბოლოს 11 აპრილს შევიდა და ქვემძიმე დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შვედ კარლოს ულბერგთან ნოკაუტით დამარცხდა. საერთო ჯამში კარიერის მანძილზე ჩატარებული 39 ბრძოლიდან 34 წლის ჩეხი მებრძოლის ანგარიშზე 32 გამარჯვებაა, საიდანაც 28 ნოკაუტის გზით მოიპოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ობიექტურად - შანსები 50/50-ზეა“ - ცარუკიანის პროგნოზი UFC 333-ზე
    „ობიექტურად - შანსები 50/50-ზეა“ - ცარუკიანის პროგნოზი UFC 333-ზე