„საქართველოში ღონისძიების გამართვაზე ვმუშაობთ“ | რა თქვა დენა უაითმა
აბუ-დაბიში UFC 333-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენის მონაწილეები მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი არიან. ორგანიზაციის პრეზიდენტს, დენა უაითს მოახლოებულ ჩხუბსა და UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე ჰკითხეს.
შეკითხვა: „დენა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება ფანტასტიკური ორთაბრძოლაა. ფიქრობ თუ არა, რომ ამ ჩხუბის გამარჯვებული სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება?“
დენა უაითი: „შესანიშნავი შეკითხვაა, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მაქვს. ვნახოთ, შაბათს რა მოხდება. სავარაუდოდ, სწორედ ასე იქნება. UFC-ის ღონისძიება საქართველოში 2027 წელს? კი, ამაზე ნამდვილად ვმუშაობთ და პასუხი ასეთია: დიახ, ნამდვილად კი“.
ცნობისთვის, UFC 333-ის ღონისძიება 24 ოქტომბერს გაიმართება და 20:00 საათიდან დაიწყება. მერაბისა და იანის ჩხუბს თბილისის დროით, დაახლოებით, 23:30 საათიდან ვიხილავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს