ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე
Aa
Aa

„ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, კაპიტანი და ადამიანი“ - კობიაშვილი ნემსაძეზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„გიო, ძალიან ემოციური და მძიმეა შენზე წარსულში საუბარი. შენი ნაადრევი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩემთვის, როგორც შენი ყოფილი თანაგუნდელისთვის, და მთელი საქართველოსთვის.

დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ნაკრებში ერთად გატარებული თითოეული წუთი და ის საფეხბურთო ემოციები, რომლებიც არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან.

ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, როგორც კაპიტანი და როგორც ადამიანი მოედნის მიღმა. შენი ლიდერობა და ადამიანური თვისებები ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს, რომელიც მისი თამაშითა და ადამიანობით ამაყობდა.

გიო, შენი განვლილი გზა და ჩვენთან ერთად შექმნილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ფეხბურთის ისტორიაში“.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დანდის ქომაგებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა“ - ნემსაძე შოტლანდიაში გაიხსენეს
    „დანდის ქომაგებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა“ - ნემსაძე შოტლანდიაში გაიხსენეს