ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

სკალონი არგენტინის ნაკრებში რჩება - ფაბრიციო რომანო

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან წაგების შემდეგ სკალონიმ განაცხადა, რომ ნაკრებში მისი დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

სექტემბერში არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ სკალონის და მის სამწვრთნელო შტაბს ახალი კონტრაქტები შესთავაზა, რომელიც 2028 წლის კოპა ამერიკასა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის მომზადებას ითვალისწინებს.

სკალონიმ „ალბისელესტე“ 2018 წელს ჩაიბარა. 2021 წელს არგენტინამ მისი ხელმძღვანელობით კოპა ამერიკა მოიგო, 2022 წელს კი ფინალისიმა და მსოფლიო ჩემპიონატი.

2024 წელს არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ტიტული დაიცვა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ფინალამდე მივიდა, სადაც მინიმალური ანგარიშით ესპანეთთან დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ 105 მატჩში სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინამ 81 მოიგო, 10 წააგო, 14 კი ფრედ დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მბაპე ყველაზე მაღლა დგას“ - კურტუამ ოქროს ბურთზე ისაუბრა
    „მბაპე ყველაზე მაღლა დგას“ - კურტუამ ოქროს ბურთზე ისაუბრა