ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი კვარას - პსჟ-ის დიდებული ჟესტი

კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ როგორ აფასებენ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ და რამდენად ბევრს ნიშნავს 25 წლის ქართველი ვარსკვლავი ამ გუნდისთვის - ავტორიტეტულმა გამოცემა RMC Sport-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლიგა 1-ის ჩემპიონის ხელმძღვანელები უახლოეს მომავალში ხვიჩასთან მოქმედი კონტაქტის 2032 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავენ.

უდიდესი ალბათობით, „სენ-ჟერმენის“ კატარელი მეპატრონე ნასერ ალ-ხელაიფი კვარაცხელიას საგრძნობლად გაზრდილ ანაზღაურებას შესთავაზებს და ეს სრულიად დამსახურებულადაც ხდება - ბოლოს და ბოლოს საქმე გვაქვს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების საუკეთესო მოთამაშესთან, რომელმაც ყველა პრინციპულ მატჩში გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ამ ტურნირის პლეი ოფში ზედიზედ შესრულებული საგოლე მოქმედებებით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პსჟ-ის მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტია, რადგან ბევრი კლუბი არ სთავაზობს იმ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს, რომელიც უმძიმეს ტრავმას იღებს და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონას“ (4:2) მატჩის დროს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება მოუწევს და წლევანდელ სეზონში ვერც პარიზულ კლუბს და ვერც საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საუკეთესო პერიოდი წინ გაქვს“ - კრიშტიანუმ კვარა გაამხნევა
    „საუკეთესო პერიოდი წინ გაქვს“ - კრიშტიანუმ კვარა გაამხნევა