ლევან ჩოხელი
Aa
Aa

12-ბრძოლიანი წაუგებელი სერიით | ჩოხელის მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა მომდევნო მეტოქის ვინაობა გაიგო.

როგორც გამოცემა MMA Connected-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჩოხელი 5 დეკემბერს, საუდის არაბეთში გერმანელ ისლამ დულატოვს დაუპირისპირდება.

დულატოვი 28 წლისაა, შერეულ ორთაბრძოლებში 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს (სადებიუტო ბრძოლაში). UFC-ში დულატოვი დენა უაითი კონტენდერების სერიიდან მოხვდა და გასული წლის ივლისში პირველ რაუნდში ადამ ფიუჯიტი დაანოკაუტა.

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ჩოხელმაც დაადასტურა, თუმცა მეტოქე არ დაუსახელებია: „კონტრაქტს ხელი მოვაწერე! 5 დეკემბერს ბრძოლას საუდის არაბეთში ჩავატარებ“.

რაც შეეხება ჩოხელს, მისი პროფესიონალური რეკორდი 15 გამარჯვებასა და 3 მარცხს ითვლის. UFC-ში ჩოხელის ანგარიშზე ასევე ერთი მოგებაა - მიმდინარე წლის ივნისში 30 წლის მებრძოლმა პირველ რაუნდში ლეონ შაჰბაზიანს მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მნიშვნელოვანი ფაქტორია“ | შუგას იანის გამარჯვება უნდა, მაგრამ ერთ პრობლემას ხედავს
    „მნიშვნელოვანი ფაქტორია“ | შუგას იანის გამარჯვება უნდა, მაგრამ ერთ პრობლემას ხედავს