ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძის მომენტები და არჩათვლილი გოლი - ჰაიდენჰაიმმა კოტბუსს ვერ მოუგო

მუხლის ტრავმით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე მოედანს დაუბრუნდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „კოტბუსს“ უმასპინძლა და ტოტალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, სტუმართა დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ სასტარტოში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა და ეს არც უნანია. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდი ძალიან აქტიური იყო. პირველ ტაიმში ზივზივაძემ გაიტანა კიდეც, თუმცა მცირე ოფსაიდის გამო მისი გოლი გაუქმდა. საერთო ჯამში კი ბუდუმ შვიდჯერ დაარტყა, საიდანაც ოთხ შემთხვევაში დაუბლოკეს. სამი დარტყმიდან კი ორი მცირედით ააცილა და ერთი მეკარემ მშვენიერ ნახტომში აუღო. ბუდუმ პასები 80-პროცენტიანი (5-დან 4) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 18-ჯერ შეეხო, მის წინააღმდეგ ასპარეზობისას ორჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო თავად ორჯერ დაჯარიმდა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორჯერ შეცვლაზე შევიდა და თავი 3 გოლით გამოიჩინა. მომდევნო ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ზივზივაძის ყოფილი კლუბის, „კარლსრუეს“ წინააღმდეგ იასპარეზებს, რომელიც 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მჯერა უფრო ძლიერი დაბრუნდება, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია“ - ენრიკე კვარაზე
    „მჯერა უფრო ძლიერი დაბრუნდება, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია“ - ენრიკე კვარაზე