საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

მე-9 საგოლე მოქმედება სეზონში | ლობჟანიძის საგოლე პასი და გამარჯვება

MLS-ში „რეალ სოლტ ლეიკმა“ „სენტ ლუის სიტი“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში ესპანელმა სერხი სოლანსმა გახსნა. 1:0-ზე, 43-ე წუთზე, სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, 53-ე წუთზე დომინიკ მარჩუკმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 59-ე წუთზე საბა ლობჟანიძის საგოლე პასით სოლანსმა დუბლი შეასრულა.

მიმდინარე წელი საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედში“ დაიწყო, რომლის რიგებში MLS-ში 13 მატჩი ჩაატარა (633 წუთი) და 2 გოლი შეაგდო. ზაფხულში კარიერა „სოლტ ლეიკ სიტის“ დაუკავშირა, MLS-ის 16 მატჩში (697 წუთი) 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „სოლტ ლეიკ სიტიში“ უფრო პროდუქტიული გახდა. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 საგოლე მოქმედებაა — 5 გოლი და 4 საგოლე პასი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები